თბილისი-ამანი, ახალი რეგულარული ფრენები განხორციელდება (ფოტოკოლაჟი)

დღეს, თბილისის დროით 16:40 სთ-ზე იორდანიიდან პირველი რეისი ჩამოფრინდა. “ეარ არაბია ჯორდანიმ” საქართველოში პირველი რეისი შეასრულა, ის “ეარ არაბიას” შვილობილი კომპანიაა.
საქართველოს, ამ ეტაპზე, 130 ტურისტი ესტუმრა. ფრენები იორდანიიდან ამანის მიმართულებით კვირაში ორჯერ – სამშაბათსა და პარასკევს შესრულდება. მოლოდინი იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეებიის მხრიდან ამანის მიმართულებით ფრენით დაინტერესება იქნება, დიდია.
ნებისმიერი ახალი მიმართულება აეროპორტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ერთ-ერთი ასეთი ახალი რეისი კი ხვალ განხორციელდება -“სიბისრის” ავიახაზები რეისს ნოვოსიბირსკის მიმართულებით შეასრულებს. ფაქტი მართლაც, რომ ისტორიულია ჩვენი ქვეყნების ურთიერთობისთვის. აქამდე მსგავსი პრეცედენტი არ დაფიქსირებულა, ეს იქნება რეგულარული ფრენები კვირაში ორჯერ, ხოლო ზაფხულში, სავარაუდოდ, მესამე რეისიც დაემატება. უკანა რეისზე ჩვენი ტურისტული კომპანიის წარმომადგენლები იორდანიას ეწვევიან და შედგება ორმხრივი თანამშრომლობა. ყოველივე ეს კი ტურისტების რაოდენობის ზრდაზე აისახება.
როგორც, საქართველოს საავიაციო სააგენტოს დირექტორმა, გურამ ჯალაღონიამ “კვირასთან” საუბრის დროს აღნიშნა, ამ რეისს წინ უძღოდა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს და იორდანიის მხარის მიერ განხორციელებული გარკვეული სამუშაოები.
“მოლაპარაკებების ბოლო დეტალები 14 მარტს გაირკვა და ჩვენ, როგორც საავიაციო ხელისუფლებამ, 24 მარტიდან იორდანიულ კომპანიას ფრენის უფლება მივანიჭეთ. იორდანიული მხარე დაინტერესებულია ტურისტების საქართველოში ჩამოყვანით, თუმცა ქართულ მხარესაც უნიკალური შანსი ეძლევა, მოინახულოს უძველესი კულტურის მქონე ქვეყანა. მოგეხსენებათ, ეს არის ის ადგილი, სადაც ქრისტე მოინათლა, აქედან გამომდინარე, იქაური გარემო დამთვალიერებლისთვის ძალიან შთამბეჭდავი იქნება.
​საქართველო და იორდანია საჰაერო მარშრუტით დაუკავშირდნენ ერთმანეთს, ავიაკომპანია დაბალბიუჯეტიანია, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელს მისაღებ ფასს შესთავაზებს. საუბარია როგორც იორდანიიდან ტურისტული ჯგუფების ჩამოყვანაზე, ისე საქართველოდან მომხმარებლების გადაყვანაზე იორდანიის მიმართულებით. წელს განსაკუთრებით გამორჩეული წელია, გადაყვანა-გადაზიდვების თვალსაზრისით. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, დაახლოებით 41%-მდე ზრდა არის დაფიქსირებული საქართველოს აეროპორტიდან მგზავრთა გადაყვანის მხრივ. მომავალში კი, გაცემული ნებართვით, ბაზარზე კიდევ 6 ახალი ავიაკომპანია შემოდის “, – განაცხადა გადაყვანა-გადაზიდვების დეპარტამენტის უფროსმა, ალექსანდრე გაჩეჩილაძემ.
​აღსანიშნავია ისიც, რომ იორდანიის მოქალაქეებს საქართველოში შემოსასვლელი სავიზო რეჟიმი მოეხსნათ, რაც ტურისტების რაოდენობის ზრდას შეუწყობს ხელს.
“აღნიშნული პროცედურების გამარტივებისთვის ყველა სახელმწიფო უწყებამ დიდი სამუშაო გაწია, განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო”, – აღნიშნა “ეარ არაბიას” წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა საქართველოში, ლევან ელიზბარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები