ძლიერმა ქარმა ფოთში პრობლემები შექმნა (ფოტოკოლაჟი)
ძლიერმა ქარმა ქალაქ ფოთში ხეები დაგლიჯა და ელექტროსადენები დააზიანა. ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება რამდენიმე უბანს.
ფოთის მუნიციპალიტეტის მერის, ირაკლი კაკულიას ინფორმაციით, ყველა შესაბამისი სამსახური მობილიზებულია და საგანგებო რეჟიმში მუშაობს. მიმდინარეობს წაქცეული ხეების გაწმენდითი სამუშაოები. მისივე თქმით, ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ ბრიგადები დილიდანვე აღდგენით სამუშაოებს აწარმოებენ და სავარაუდოდ, ენერგომომარაგება ქალაქში სრულად დღის ბოლომდე აღდგება.
ირაკლი კაკულიას განცხადებით,შექმნილია მობილური ჯგუფები, რომლებიც ქალაქის მთელ პერიმეტრზე საკონტროლო მონიტორინგს აწარმოებენ.