რუსმა მესაზღვრეებმა ე.წ. სამხრეთ ოსეთში წვრთნები გამართეს

რუსეთის საოკუპაციო ნაწილების სასაზღვრო ქვედანაყოფებმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ზნაურის რაიონში წვრთნები გამართეს. ამის შესახებ სააგენტო “სპუტნიკი“ იუწყება. კერძოდ, ქვედანაყოფებმა სროლაში შეჯიბრი ჩაატარეს.
„შეჯიბრში 5 გუნდი მონაწილეობდა, რომლებიც პისტოლეტიდან, ავტომატიდან და სნაიპერის შაშხანიდან სროლაში ვარჯიშობდნენ“, – განუცხადეს „სპუტნიკს“ სამხრეთ სამხედრო ოლქის პრესსამსახურში.
მიუხედავად იმისა, რომ შეჯიბრის ადგილას ძლიერი ქარი და თოვლი იყო, შეჯიბრში მონაწილეებმა კარგი შედეგები აჩვენეს. გამარჯვებულ გუნდს მედლები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები