არჩევნებთან დაკავშირებით, პოლიტიკური პარტიები მზადებას იწყებენ
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, პოლიტიკური პარტიები მზადებას იწყებენ. არჩევნები ოქტომბერში გაიმართება, თუმცა ზუსტი თარიღი საქართველოს პრეზიდენტმა უნდა გამოაცხადოს.
საქართველოს მოქალაქეები, ადგილობრივ დონეზე, მერებს 12 თვითმმართველ ქალაქში აირჩევენ.
„არჩევნებს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციით და არჩევნები ინიშნება კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მესამოცე დღისა.
მოქმედი კანონმდებლობით, განსაზღვრული არის 12 თვითმმართველი ქალაქი, რომელიც ირჩევს ქალაქის მერს”, – განაცხადა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა, ანა მიქელაძემ.