ავსტრალია სამუშაო ვიზის გაცემის წესებს ამკაცრებს

ავსტრალიის ხელისუფლებამ უცხოელებისთვის სამუშაო ვიზის გაცემის პირობების გამკაცრების შესახებ განაცხადა. როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, მალკოლმ ტერნბულმა განაცხადა, ეს იმისთვის კეთდება, რომ ავსტრალიის მეტი მოქალაქე დასაქმდეს. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
შეზღუდვები 457-ე ნომრის ვიზას შეეხება. მისი გამოყენებით, ავსტრალიაში ინდოეთის, ჩინეთის და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები ჩადიან.
ვიზა ნომერი 457 ოთხი წლით გაიცემა. მისი მეშვეობით დასაქმებულს ავსტრალიაში ოჯახის ჩაყვანაც შეუძლია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები