მერკელი, ოლანდი, პუტინი და პოროშენკო ერთმანეთს ტელეფონით ესაუბრნენ

ე.წ. ნორმანდიული ოთხეულის ლიდერებმა, კერძოდ საფრანგეთის, უკრაინის და რუსეთის პრეზიდენტებმა და გერმანიის კანცლერმა ტელეფონით მოლაპარაკება გამართეს. მერკელმა, ოლანდმა პოროშენკომ და პუტინმა მინსკის შეთანხმებების შესრულების და აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის პოლიტიკური მოგვარების საკითხები განიხილეს.
მოლაპარაკების მონაწილეები სააღდგომო ზავის გაგრძელების შესახებ შეთანხდნენ. გადაწყვეტილება ზავის შესახებ 29 მარტს საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე იყო მიღებული.
მერკელმა პოროშენკომ და პუტინმა საფრანგეთის პრეზიდენტს, ფრანსუა ოლანდს „ნორმანდიული ოთხეულის“ ფარგლებში, მადლობა გადაუხადეს და იმედი გამოთქვეს, რომ ეს ფორმატი საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგაც შენარჩუნდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები