თურქეთში მასშტაბური საპროტესტო აქციები იმართება

თურქეთის დიდ ქალაქებში საპროტესტო აქციები იმართება. მისი მონაწილეები მმართველობის საპრეზიდენტო მოდელზე გადასვლას აპროტესტებენ. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.

ყველაზე მასშტაბური აქციები სტამბოლში გაიმართა. წინასწარი ინფორმაციით, რეფერენდუმში მონაწილეთა 51,41%-მა საპრეზიდენტო მოდელზე გადასვლას მხარი დაუჭირა. დემონსტრანტებმა ბეშიქთაშის და კადიკეის რაიონებში მსვლელობა მოაწყვეს, თურქეთის ოპოზიციის წარმომადგენლები რეფერენდუმის შედეგების გაუქმებას მოითხოვენ, ვინაიდან ხმათა დათვლის დროს დარღვევები დაფიქსირდა.

რეფერენდუმის შედეგებს ეუთოც აპროტესტებს, ვინაიდან ის ევროსაბჭოს სტანდარტებს არ შეესაბამება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები