ტრამპმა ერდოღანს რეფერენდუმში გამარჯვება მიულოცა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს მიულოცა რეფერენდუმში გამარჯვება, რომელიც მისი უფლებამოსილების გაფართოებას ითვალისწინებს. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
თეთრი სახლის ინფორმაციით, ტრამპმა ერდოღანს გამარჯვება ტელეფონით მიულოცა. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ერდოღანს გამარჯვება ბელორუსიის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ და აზერბაიჯანის ლიდერმა, ილჰამ ალიევმა მიულოცა.
ევროკავშირის განცხადებაში აღნიშნულია, რომ იქ თურქეთის რეფერენდუმის შედეგები ცნობად მიიღეს და მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის მცირე სხვაობას  გაუსვეს ხაზი. ასევე, ბრიუსელი რეფერენდუმის დროს დარღვევებზეც მიუთითებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები