პორტუგალიაში მომხდარ ავიაკატასტროფას 5 ადამიანი ემსხვერპლა

პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნას 5 ადამიანი ემსხვერპლა. საფრენი აპარატი კაშკაინის რაიონში, სუპერმარკეტთან ჩამოვარდა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, კატასტროფის დროს თვითმფრინავის პილოტი და სამი მგზავრი, ასევე, სატვირთო ავტომობილის მძღოლი დაიღუპა, რომელიც სუპერმარკეტთან იყო გაჩერებული.
თვითმფრინავი აფრენიდან მალევე ჩამოვარდა.

ავიაკატასტროფის მიზეზები უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები