ინდოეთის ქაშმირის შტატში პოლიციასთან შეტაკებები გრძელდება (ფოტოკოლაჟი)

ინდოეთის ქაშმირის შტატში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები გრძელდება. მდგომარეობა მას შემდეგ გამწვავდა, რაც სოციალურ ქსელებში ვიდეო გავრცელდა. მასზე ჩანს, რომ პოლიციელები ადამიანს ცოცხალ ფარად იყენებენ. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.
საპროტესტო აქციები გასულ კვირას არჩევნების შემდეგ დაიწყო. ადგილობრივი სეპარატისტების მუქარის გამო საარჩევნო უბნები დროზე ადრე დაიხურა. ამის გამო არჩევნებში ადგილობრივი მოსახლეობის მხოლოდ 7%–მა მიიღო მონაწილეობა. შეტაკებების შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა.
შტატი ჯამუ და ქაშმირი პაკისტანს ესაზღვრება და ის ინდოეთში ერთ–ერთი ყველაზე დაძაბული რეგიონია. პაკისტანიდან ინდოეთში რეგულარულად გადადიან ისლამისტი „ბოევიკები“, რომლებიც ტერაქტებს აწყობენ. სეპარატისტები დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნას მოითხოვენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები