სამხრეთ კორეის ყოფილ პრეზიდენტს კორუფციაში ბრალი ოფიციალურად წაუყენეს

სამხრეთ კორეის ყოფილ პრეზიდენტს პაკ კინ ხეს კორუფციაში ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
კერძოდ ყოფილ ექსპრეზიდენტს ბრალი კორუფციაში, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, ბიზნესზე ზეწოლაში და სახელმწიფო საიდუმლოს გაცემაში წაუყენეს.
სამხრეთ კორეაში სკანდალი 2016 წელს აგორდა. ჟურნალისტებმა კომპიუტერი აღმოაჩინეს, საიდანაც დადგინდა, რომ ყოფილი პრეზიდენტის მეგობარი ჩხვე სუნ სილი სახელმწიფო საიდუმლოს შესახებ ინფორმაციას ფლობდა და სახელმწიფო გადაწყვეტილებებში ერეოდა.
2016 წლის დეკემბერში პაკ კინ ხეს იმპიჩმენტი გამოუცხადეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები