აშშ–ის ვიცე–პრეზიდენტი სეულის დაცვის პირობას დებს

აშშ–ის ვიცე–პრეზიდენტმა მაიკლ პენსმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებით მოვლენათა ნებისმიერი განვითარებისთვის მზად არის. “ჩვენ არაფერს გამოვრიცხავთ და სამხრეთ კორეის ხალხის გვერდით ვდგავართ“ – განაცხადა პენსმა.
მისივე განცხადებით, აშშ ამ სიტუაციის „მშვიდობიანი საშუალებებით, მოლაპარაკების გზით გადაჭრას ცდილობს“.
ეს განცხადებები პენსმა სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეას შორის არსებულ საზღვარზე გააკეთა. ის გაეროს სამეთაურო პუნქტს „ბონიფასში“ იმყოფებოდა, რომელსაც ამერიკელი სამხედროები აკონტროლებენ.
ბოლო დღეებში აშშ–მა და ჩრდილოეთ კორეამ რამდენიმე მწვავე განცხადება გააკეთეს. ფხენიანმა განაცხადა, რომ აშშ–ის მხრიდან სამხედრო აქციის შემთხვევაში ის აშშ–ზე ბირთვულ დარტყმას განახორციელებს. ამჟამად კორეის ნახევარკუნძულთან ახლოს ამერიკული სამხედრო ხომალდები იმყოფებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები