თურქეთში ოპოზიცია რეფერენდუმის შედეგების გასაჩივრებას აპირებს

თურქეთის მთავარი ოპოზიციური პარტიები საკონსტიტუციო ცვლილებებზე რეფერენდუმის შედეგებს არ აღიარებენ და მათ გასაჩივრებას აპირებენ. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება. რეფერენდუმში მონაწილე ამომრჩეველთა უმეტესობამ რეჯეფ თაიფ ერდოღანის უფლებამოსილების გაფართოებას მხარი დაუჭირა.
წინასწარი ინფორმაციით, ხმათა 98%–ის დათვლის შემდეგ საპარლამენტოდან საპრეზიდენტო მოდელზე გადასვლას 51,3%–მა მხარი დაუჭირა. ოპოზიციის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ რეფერენდუმის დროს დარღვევები დაფიქსირდა.
საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების შემდეგ ერდოღანს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების, მთავრობის წევრთა დანიშვნის, პარლამენტის დათხოვნის და საკანონმდებლო აქტების გამოცემის უფლება ეძლევა.
ახალი სისტემა პრემიერ–მინისტრის თანამდებობის გაუქმებას და ფაქტობრივად პრეზიდენტის ხელში მთელი ძალაუფლების კონცენტრაციას ნიშნავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები