წინასწარი ინფორმაციით, საკონსტიტუციო რეფერენდუმში ერდოღანმა გაიმარჯვა

თურქეთში რეფერენდუმის პირველადი შედეგები უკვე ცნობილია. უცხოური მედიის ინფორმაციით, საპრეზიდენტო მმართველობას ამომრჩეველთა 63,6% -ი უჭერს მხარს. უკვე დამუშავებულია ბიულეტენების 24%-ი. წინასწარ მონაცემებს თურქული Hurriyet Daily News-ი ავრცელებს.
საარჩევნო უბნები თურქეთში დღეს ადგილობრივი დროით დილის 08:00 საათზე გაიხსნა და 17:00 საათზე დაიხურა. თურქეთის დაახლოებით 55 მილიონმა მოქალაქემ სარეფერენდუმო კითხვას გასცა პასუხი. ცვლილებები ითვალისწინებს საპარლამენტოდან საპრეზიდენტო რესპუბლიკაზე გადასვლას, პრემიერის თანამდებობის გაუქმებას, საპარლამენტო მანდატების რაოდენობის გაზრდას (550-დან 600-მდე) და უზენაესი სასამართლოს და პროკურორების კოლეგიის რეფორმირებას.
თუკი მოსახლეობა ამ ცვლილებებს მხარს დაუჭერს, მორიგი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები 2019 წლის 3 ნოემბერს ერთად გაიმართება.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები