რომის პაპი ალეპოში მომხდარ თავდასხმას გმობს: ეს იყო სიმდაბლე

წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ მრევლს, კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარმა ტრადიციული ქადაგებით მიმართა.  პაპმა ფრანცისკემ ალეპოში მომხდარი თავდასხმა  დაგმო და  ქმედებას „სიმდაბლე“ უწოდა.
„დაე, ღმერთმა, ხელი შეუწყოს მათ, ვინც აქტიურად მუშაობს სირიის მშვიდობიანი მოქალაქეების განკურნებისა და დამშვიდებისთვის, საყვარელი და ნატანჯი სირიელებისთვის, რომლებიც არიან მსხვერპლი ომისა, რომელიც მხოლოდ შიშსა და სიკვდილს თესავს. გუშინდელი თავდასხმა გაქცეულ ლტოლვილებზე, იყო სიმდაბლე“, – აღნიშნა კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარმა ქადაგებაში.
შაბათს, თვითმკვლელმა ტერორისტმა მანქანაში თავი აიფეთქა. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ალეპოს ალყაშემორტყმული ტერიტორიიდან ევაკუირებული მოქალაქეები მთავრობის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადაჰყავდათ.ალეპოში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 112-მდე გაიზარდა. ამის შესახებ Reuters-ი სირიის ადამიანის უფლებების ობსერვატორიაზე (Syrian Observatory for Human Rights) დაყრდნობით წერს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები