თურქეთის პროვინცია დიარბაქირში, საარჩევნო უბანთან სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

თურქეთის პროვინცია დიარბაქირში მომხდარი სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ინციდენტი სკოლასთან ახლოს მოხდა, სადაც საარჩევნო უბანია გახსნილი.
წინასწარი ვერსიით, კონფლიქტის მიზეზი  მოქალაქეებში განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები გახდა.
თურქეთში საკონსტიტუციო ცვლილებებზე რეფერენდუმი მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები