ერდოღანი: რამდენიმე რეფერენდუმი გვქონია, მაგრამ ეს განსაკუთრებულია

თურქეთის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე რეფერენდუმი დადებითი შედეგით დასრულდება. რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა ქვეყანაში მიმდინარე რეფერენდუმზე საკუთარი ხმა სტამბოლში დააფიქსირა.
„ადრე რამდენიმე რეფერენდუმი გვქონდა, მაგრამ ეს განსაკუთრებულია. რეფერენდუმი გაუხსნის გზას უფრო სწრაფად იქნეს მიღებული სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებები. თურქეთი საკმარისად განვითარდა, მაგრამ მას ახალი იმპულსი სჭირდება. ვიმედოვნებ, რომ ხალხი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც ქვეყნის განვითარებას ხელს შეუწყობს“,- განაცხადა ერდოღანმა ხმის მიცემის შემდეგ.
თურქეთის მოსახლეობა დღეს ქვეყნის მმართველობის მოდელს ირჩევს – საპრეზიდენტოს ან საპარლამენტოს. იმ შემთხვევაში თუ მოსახლეობის უმრავლესობა სარეფერენდუმო შეკითხვას დადებითად უპასუხებს, რეჯეფ ტაიპ ერდოღანს საშუალება მიეცემა, ქვეყანას 2029 წლამდე უხელმძღვანელოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები