რომის პაპმა სააღდგომო მესა აღავლინა

 

რომის პაპმა ფრანცისკემ, სააღდგომო მესა აღავლინა და ტრადიციულად, მრევლს წმინდა პეტრეს ჩაბნელებულ ტაძარში შეუძღვა, რომელიც სიმბოლურად იესოს აკლდამას განასახიერებდა.

ქრისტეს აღდგომის ნიშნად, ეპისკოპოსებმა სანთლები აანთეს, რის შემდეგ ბაზილიკაც განათდა.

კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა ქადაგების დროს მორწმუნეებს მოუწოდა, რომ ღარიბების, მოხუცების, მიგრანტებისა და სხვა დაუცველი ადამიანების მიმართ გულმოწყალება გამოიჩინონ და მათი ტკივილი გაიზიარონ.

ღვთისმსახურების დროს პაპმა ფრანცისკემ 11 ადამიანიც მონათლა. მესის დაწყებამდე ვატიკანში წმინდა პეტრეს მოედანი ნიდერლანდებიდან ჩატანილი 30 ათასი ყვავილით მორთეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები