აშშ–ში ტრამპის საგადასახადო დეკლარაციის გამოქვეყნებას ითხოვენ – აქცია შეტაკებებში გადაიზარდა

ამერიკის შეერთებული შტატების 150 ქალაქში, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საგადასახადო დეკლარაციის გამოქვეყნების მოთხოვნით მრავალათასიანი საპროტესტო აქცია გაიმართა.
დემონსტრანტები ვაშინგტონში კაპიტოლიუმის შენობასთან შეიკრიბნენ, კალიფორნიის ქალაქ ბერკლიში კი აქცია არეულობაში გადაიზარდა. ერთმანეთს დონალდ ტრამპის მომხრეები და მოწინააღმდეგეები დაუპირისპირდნენ. შეტაკების დროს სამართალდამცველებმა 20-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. არიან დაშავებულებიც.
შეერთებულ შტატებში საგადასახადო დეკლარაციების გამოქვეყნების ვადა გუშინ ამოიწურა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები