თურქეთში საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ რეფერენდუმი იმართება

თურქეთში დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ რეფერენდუმი გაიმართება. ამომრჩევლებმა თურქეთის კონსტიტუციაში 18 ცვლილების შეტანას ხმა უნდა მისცენ. თურქეთის მოსახლეობა დღეს ქვეყნის მმართველობის მოდელს აირჩევს – საპრეზიდენტოს ან საპარლამენტოს.
ცვლილებები მმართველმა „სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ“ მოამზადა.
საარჩევნო უბნები ქვეყნის აღმოსავლეთით, 32 პროვინციაში გაიხსნა, დანარჩენ ტერიტორიაზე საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნება.
რეფერენდუმში მონაწილეობას 55 მილიონზე მეტი ადამიანი მიიღებს, ვისაც ხმის მიცემის უფლება აქვს.
იმ შემთხვევაში თუ მოსახლეობის უმრავლესობა სარეფერენდუმო შეკითხვას დადებითად უპასუხებს, რეჯეფ ტაიპ ერდოღანს საშუალება მიეცემა, ქვეყანას 2029 წლამდე უხელმძღვანელოს.
არჩევნებთან დაკავშირებით, თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები