ალეპოსთან მომხდარი აფეთქების შედეგად, 39 ადამიანი დაიღუპა

სირიის ქალაქ ალეპოს მახლობლად ავტობუსის მახლობლად მომხდარი აფეთქების შედეგად 39 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება. ყველა დაღუპული ლტოლვილი იყო, რომლებიც ამ რაიონიდან გასვლას ცდილობდნენ.
წინასწარი ინფორმაციით, ავტობუსის მახლობლად დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. ავტობუსებში ქალაქების ფუას და კეფრაის მოსახლეობა იყო,. ამ ქალაქებს სირიის ოპოზიციის ქვედანაყოფები უტევენ.
მარტის ბოლოს სირიის ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლები რამდენიმე ქალაქიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაზე შეთანხმებას მიაღწიეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები