ავღანეთის ყოფილი პრეზიდენტი ქვეყნის ხელისუფლებას ღალატში ადანაშაულებს

ავღანეთის ყოფილი პრეზიდენტი ჰამიდ ქარზაი ქვეყნის ხელისუფლებას, რომელმაც ამერიკელებს ყველაზე დიდი არაბირთვული ბომბის გამოყენების უფლება მისცა, სახელმწიფო ღალატში ადანაშაულებს. ამის შესახებ “როიტერი” იუწყება.
„რატომ მიეცით უფლება ამერიკელებს გამოეყენებინათ ბომბი, რომლის ძალა, ფაქტობრივად ატომურ იარაღს უდრის? თქვენ სახელმწიფოს მოღალატეები ხართ“ – განაცხადა ქარზაიმ.
ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში არსებული ყველაზე მძლავრი არაბირთვული ბომბის გამოყენების შედეგად ავღანეთში, ბოლო ინფორმაციით, 100-მდე ისლამისტი დაიღუპა. ისინი მიწისქვეშა ბუნკერში იმალებოდნენ. ავიაიერიში ნანგარჰარის პროვინციაში, პაკისტანის საზღვრის სიახლოვეს განხორციელდა.
ბომბის სახელწოდებაა GBU-43, მისი სიგრძე 9 მეტრს და წონა 10 ტონას შეადგენს. ამ ტიპის იარაღი საბრძოლო პირობებში პირველად იყო გამოყენებული.
სამხედროების განცხადებით, მიწისქვეშა ბუნკერების და კომუნიკაციების გასანადგურებლად ეს ყველაზე ეფექტური იარაღია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები