იემენში ავიადარტყმას 14 ადამიანი ემსხვერპლა

ამბოხებული ხუსიტების პოზიციაზე არაბული კოალიციის მიერ განხორციელებული ავიადარტყმის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „ანადოლუ“ იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, ავიადარტყმის მიზანი ხუსიტებისთვის შეტევის განხორციელებაში ხელის შეშლა იყო.
იემენში 2014 წლიდან სამოქალაქო ომი მიმდინარეობს. გაერო ამ ქვეყანაში შექმნილ სიტუაციას ჰუმანიტარული კატასტროფის შეფასებას აძლევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები