შრი-ლანკაზე ნაგავსაყრელის ჩამოშლის შედეგად, 16 ადამიანი დაიღუპა

შრი-ლანკაზე ნაგავსაყრელის ჩამოშლის შედეგად სულ მცირე 16 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ადგილობრივი შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები იუწყებიან.
უზარმაზარი ნაგვის გორა, რომლის სიმაღლე 90 მეტრი იყო, წვიმების შემდეგ საცხოვრებელ სახლებს დაეცა.
ნაგვის ჩამოშლის შედეგად 40 სახლი დაინგრა. „ბი ბი სის“ ინფორმაციით, 20 ადამიანი ამ დრომდე შეიძლება ნანგრევებში რჩებოდეს.
ადგილობრივი მოსახლეობა უზარმაზარი ნაგავსაყრელის დაშლას ადრეც მოითხოვდა, თუმცა ხელისუფლებამ ეს თხოვნები არ გაითვალისწინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები