მიხეილ გორბაჩოვი „ცივი ომის“ მოახლოებაზე საუბრობს

საბჭოთა კავშირის პირველად საბრძოლო პრეზიდეწტი მიხეილ გორბაჩოვი აცხადებს, რომ მსოფლიოში დღეს არსებული სიტუაცია “ცივი ომის” ელემენტებს შეიცავს. მისი განცხადებით, პოლიტიკოსების და სამხედრო მაღალჩინოსნების რიტორიკა სულ უფრო მილიტარისტული ხდება. ამის შესახებ გორბაჩოვმა გერმანულ გამოცემა Bild-ს განუცხადა.
„მედია პოლიტიკოსების და სამხედროების მიერ გაკეთებულ მწვავე განცხადებებს უმალ იტაცებს და ამით კიდევ უფრო ამწვავებს სიტუაციას. დიდ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობები ყოველდღიურად უარესდება, თითქოს მსოფლიო ახალი ომისთვის ემზადება. სწორედ ეს არის „ცივი ომი“ – განაცხადა გორბაჩოვმა.
ტერმინი „ცივი ომი“ საბჭოთა კავშირსა და დასავლეთს შორის არსებული ურთიერთობების შეფასებისას გამოიყენება.
მიხეილ გორბაჩოვი ამ ტერმინს დღეს არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით ადრეც იყენებდა. კერძოდ მან 2015 წელს განაცხადა, რომ აშშ-მა რუსეთი ახალ „ცივ ომში“ ჩაითრია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები