აშშ-ში ქალს, რომელიც შვილიშვილს აშინებდა, სამი სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

აშშ-ის ოკლაჰომის შტატში 51 წლის ჟენევა რობინსონს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. ქალი ჰელოუინის დღესასწაულზე ალქაჯის ფორმით 7 წლის შვილიშვილს სცემდა, ფხაჭნიდა და მას თმებს აჭრიდა.
ამის შესახებ ექიმებს თავად დაზარალებულმა უამბო, როდესაც ბებიამ ის საავადმყოფოში მიიყვანა. ბავშვი მშიერი და უაღრესად სტრესულ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მას ჩალურჯებები და ნაკაწრები აღენიშნებოდა.
ამის შემდეგ პოლიციამ ბებიის სახლში ჩხრეკა ჩაატარა და იქ ნაპოვნი მტკიცებულებებით მისი დანაშაული დადასტურდა. ამის შემდეგ ჟენევა დააპატიმრეს, ასევე დაპატიმრებული იყო მისი „ბოიფრენდიც“. მას სასამართლომ 30-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები