მოსულში „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი მოკლეს

ერაყის ქალაქ მოსულში ტერორისტული დაჯგუფების, „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი აბუ აიუბ ალ-ატარი მოკლეს. ამის შესახებ ერაყის ფედერალური პოლიციის უფროსმა რაედ შაკერმა განაცხადა. მისი ინფორმაციით “ბოევიკთა“ ლიდერი სარაკეტო დარტყმით განადგურდა.
ოპერაცია მოსულის დასავლეთ ნაწილში ჩატარდა, რომელსაც ამ დრომდე „ისლამური სახელმწიფო“ აკონტროლებს.
ამ დროისთვის ერაყის შეიარაღებული ძალები მოსულის დასავლეთ ნაწილის ორ მესამედს აკონტროლებენ. მაგრამ ქალაქის მთლიანად აღებას ვერ ახერხებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები