ჰაკერები აშშ-ის უშიშროების ნაციონალურ სააგენტოს SWIFT-ზე კიბერშეტევაში ადანაშაულებენ

Shadow Brokers-ის ჰაკერებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის მიხედვით აშშ-ის უშიშროების ნაციონალურ სააგენტოს ბანკებს შორის ფინანსური ინფორმაციის გაცვლის სისტემა SWIFT-ზე კიბერშეტევაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, სააგენტოს თანამშრომლებმა კომპანია Microsoft-ის ოპერაციული სისტემის დაუცველი ადგილები გამოიყენეს და მათ ახლო აღმოსავლეთში და ლათინურ ამერიკაში ბანკებს შორის ფულის მიმოქცევის გაკონტროლების საშუალება ჰქონდათ. აშშ-ის უშიშროების ნაციონალურ სააგენტოს მომხდართან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები