არიზონის შტატში სროლას ორი ადამიანი ემსხვერპლა

არიზონის შტატში მომხდარ სროლას ორი ადამიანი ემსხვერპლა. სროლა ერთ-ერთი მაღაზიის ტერიტორიაზე მოხდა. ამის შესახებ „სი ენ ენი“ იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, მაღაზიის შემდეგ სროლა რესტორანში გაგრძელდა, სადაც იმ დროს ბევრი ადამიანი იმყოფებოდა. აქ მომხდარი სროლის შედეგად ერთი ქალი დაიჭრა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდარის მიზეზები უცნობია, მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები