“ჩრდილოეთ კორეა ბირთვული იარაღით შეტევას, ბირთვული იარაღითვე უპასუხებს”

ჩრდილოეთ კორეა მზად არის აშშ-ის მხრიდან ბირთვულ შეტევაზე ბირთვული შეტევითვე უპასუხოს. ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეის სახალხო არმიის ვიცე-მარშალმა ჩხვე რენ ხემ განაცხადა.
„ჩვენ მზად ვართ ტოტალურ ომს ტოტალური ომით, ხოლო ბირთვულ შეტევას ბირთვული შეტევით ვუპასუხოთ“ – განაცხადა ვიცე-მარშალმა.
ჩრდილოეთ კორეის დამფუძნებლის, კიმ ირ სენის დაბადებასთან დაკავშირებულ აღლუმზე სხვა ტექნიკასთან ერთად პალისტიკური რაკეტების დემონსტრირებაც მოხდა.
ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებით ბოლო დროს მდგომარეობა ძალზე გამწვავდა. აშშ-მა კორეის ნახევარკუნძულთან ავიამზიდი გააგზავნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები