საფრანგეთის პროკურატურა მარინ ლე პენისთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნას მოითხოვს

საფრანგეთის პროკურატურა მარინ ლე პენისთვის სადეპუტატო იმუნიტეტის ჩამორთმევას მოითხოვს. პროკურატურა საფრანგეთის „ნაციონალური ფრონტის“ წევრთა ფიქტიური დასაქმების საკითხზე მის დაკითხვას აპირებს. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება. ლე პენი, რომელიც ევროპარლამენტის წევრია, ამჟამად სადეპუტატო იმუნიტეტით სარგებლობს. პარლამენტის მიერ ჩატარებულმა შემოწმებამ მანამდე აჩვენა, რომ ლე პენმა არამიზნობრივად დაახლოებით 300 ათასი ევრო დახარჯა. გამოძიების ინფორმაციით, მარინ ლე პენმა თანაშემწე აუყვანა, რომელსაც სტრასბურგში, ევროპარლამენტში უნდა ემუშავა, მაგრამ სინამდვილეში ის პარიზში „ნაციონალური ფრონტის“ შტაბში მუშაობდა. ამასთანავე ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ლე პენისთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნა ამ ეტაპზე მოსალოდნელი არ არის, ვინაიდან ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობს და ერთ-ერთი ფავორიტია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები