მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის დირექტორი რესპუბლიკელ ბერძენიშვილს კორექტულობისკენ მოუწოდებს

მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის დირექტორი თინათინ რუხაძე მიიჩნევს, რომ “რესპუბლიკური პარტიის” წევრმა ლევან ბერძენიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეზე საუბრისას მეტი კორექტულობა უნდა გამოიჩინოს.  მისი თქმით, არც დღევანდელი ხელისუფლება და არც პარლამენტის თავმჯდომარე უტაქტო შინაარსის ფრაზებს არ იმსახურებენ.
“ჩემი აზრით, როგორც იცით მე კულტურის წარმომადგენელი ვარ, მეტი კორექტულობა, გაწონასწოსწორებული განცხადებები უნდა გაკეთდეს. ჩვენ ძალიან კარგად დავინახეთ, რომ ამ ეტაპზე მთავრობის წარმომადგენლებმა გადადგეს კონკრეტული, სწორი ნაბიჯები ევროპისკენ, რაც ძალიან დასაფასებელია. ასევე გარკვეული ცვლილებები, რომლებიც ტარდება, ძალიან რეალური და მიზანშეწონილია. ამიტომ კიდევ ერთხელ განვმეორდები, ბერძენიშვილისადმი პატივისცემის მიუხედავად, საჭიროა მეტი კორექტულობა”, – განუცხადა რუხაძემ “პირველს”.
“რესპუბლიკური პარტიის” წევრმა ლევან ბერძენიშვილმა “განსხვავებულ აქცენტებში” პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილისადმი დამოკიდებულება გააკრიტიკა და მას “გაუნათლებელი” უწოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები