თურქეთში კვირას საკონსტიტუციო ცვლილებებზე რეფერენდუმი გაიმართება

A billboard carrying a picture of Turkish President Tayyip Erdogan and a slogan that reads: "Yes. It is for the people to speak and to decide" is seen on a building ahead of the constitutional referendum in Istanbul, Turkey April 13, 2017. REUTERS/Murad Sezer - RTX35F8G

თურქეთში კვირას საკონსტიტუციო ცვლილებებზე რეფერენდუმი გაიმართება.  სოციოლოგიური კვლევების მიხედვით, რეფერენდუმში მონაწილეთა 51%  საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერს.
თუმცა მოულოდნელობებიც არ არის გამორიცხული, ვინაიდან გამოკითხულთა საკმაოდ დიდ ნაწილს ჯერჯერობით გადაწყვეტილება არ მიუღია.
საკონსტიტუციო ცვლილებები თურქეთის პრეზიდენტის უფლებამოსილების მნიშვნელოვან გაძლიერებას ითვალისწინებს. დამკვირვებლები აცხადებენ, რომ ძალზე ბევრი დამოკიდებული იქნება თურქებზე, რომლებიც ამჟამად საზღვარგარეთ ცხოვრობენ. იქ რეფერენდუმი უკვე ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები