უკრაინის პოლიციამ რუსეთის მოქალაქე დააკავა

უკრაინის პოლიციამ რუსეთის მოქალაქე დააკავა, რომლის ბინის ჩხრეკისას ასაფეთქებელი მოწყობილობა, იარაღი და ნარკოტიკები იყო ნაპოვნი. ამის შესახებ “ბი ბი სი“ იუწყება.
„სამართალდამცველებმა რუსეთის 33 წლის მოქალაქე დააკავეს, მისი ჩხრეკისას იარაღი, ტროტილი, ასევე ნარკოტიკებია აღმოჩენილი” – აცხადებენ პოლიციაში.
ამჟამად პოლიცია ცდილობს დაადგინოს, აპირებდა თუ  არა ეს პირი ტერორისტული აქტების განხორციელებას.
ცნობისთვის, ბოლო პერიოდში უკრაინაში რამდენიმე მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა. იანვარში კიევის აეროპორტში სტამბოლიდან ჩამოფრენილი რუსეთის მოქალაქე დააკავეს, რომელიც ტერორისტულ დაჯგუფებასთან კავშირში იყო ეჭვმიტანილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები