პაკისტანში სტუდენტი მოკლეს, რომელიც ალაჰის შეურაცხყოფაში დაადანაშაულეს

პაკისტანელი სტუდენტი, რომელიც ალაჰის შეურაცხყოფაში დაადანაშაულეს, რამდენიმე პირმა სტუდენტების საცხოვრებელში მოკლეს. ტრაგედია ქალაქ მარდანში მოხდა. კიდევ ერთი სტუდენტი მძიმედ დაიჭრა.
პოლიციის ინფორმაციით, რამდენიმე პირი დაკავებულია, ხოლო სტუდენტური ქალაქი, სადაც ეს ფაქტი მოხდა, დაიხურა.
თვითმხილველების ინფორმაციით, სტუდენტის მკვლელობაში ასობით ადამიანი მონაწილეობდა. კიდევ ერთი სტუდენტი სერიოზულად დაშავდა. დაღუპულის სახელია მიშელ ჰანი და ის ლიბერალური შეხუდულებების მქონე პირი იყო.
სტუდენტის მკვლელობაშ მონაწილე პირები აცხადებენ, რომ ის ფეისბუქში ალაჰის შეურაცხმყოფელ სტატუსებს წერდა. თუმცა პოლიცია ამ ფაქტს არ ადასტურებს. გამოძიება ვარაუდობს, რომ სტუდენტი მის წინააღმდეგ გავრცელებულ ყალბ ჭორებს ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები