აშშ-ის მიერ ყველაზე დიდი არაბირთვული ბომბის ჩამოგდების შედეგად 36 ისლამისტი დაიღუპა

ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში არსებული ყველაზე მძლავრი არაბირთვული ბომბის გამოყენების შედეგად ავღანეთში 36 ისლამისტი მოკლეს, რომლებიც მიწისქვეშა ბუნკერში იმალებოდნენ. ამის შესახებ ავღანეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება. ამ უწყების ინფორმაციით, შეტევის დროს მშვიდობიანი მოსახლეობა არ დაზარალებულა.
ავიაიერიში ნანგარჰარის პროვინციაში, პაკისტანის საზღვრის სიახლოვეს განხორციელდა.
ბომბის სახელწოდებაა GBU-43, მისი სიგრძე 9 მეტრს და წონა 10 ტონას შეადგენს. ამ ტიპის იარაღი საბრძოლო პირობებში პირველად იყო გამოყენებული.
სამხედროების განცხადებით, მიწისქვეშა ბუნკერების და კომუნიკაციების გასანადგურებლად ეს ყველაზე ეფექტური იარაღია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები