აშშ-მა ავღანეთში „ბოევიკების“ პოზიციებზე 10-ტონიანი ბომბი ჩამოაგდეს

აშშ-მა ავღანეთში ტერორისტული დაჯგუფების, „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებზე თავის არსენალში არსებული ყველაზე მძლავრი არაბირთვული ბომბი, GBU-43 ჩამოაგდეს. ბომბის სიგრძე 9 მეტრია და მისი წონა 10 ტონას შეადგენს. აქამდე ეს ბომბი საბრძოლო პირობებში არ გამოუყენებიათ.
ამერიკელი სამხედროების ინფორმაციით, ბომბი პაკისტანის საზღვართან გვირაბების კოპლექსზე ჩამოაგდეს, რომელსაც „ბოევიკები“ იყენებენ.
ბომბის ტრანსპორტირება დანიშნულების ადგილას სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის, МС-130-ის მეშვეობით მოხდა.  ექსპერტები აცხადებენ, რომ ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ძალზე აქტიურ ბრძოლას აპირებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები