სირიის ოთხი ქალაქიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო

სირიის ოთხი ქალაქიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. ქალაქ კეფრაის და ქუაას სახელისუფლო ძალები აკონტროლებენ და ამბოხებულები უტევენ, ხოლო მადაიას და ზაბადანის ოპოზიცია აკონტროლებს და ასადის ძალები უტევენ.
მოსახლეობის ევაკუაცია 80 ავტობუსით განხორციელდება.
ოპერაცია პარასკევს დილით დაიწყო. ოთხი ქალაქიდან 30 ასადის ადამიანის ევაკუაცია მოხდება.
გაეროს ინფორმაციით, ამ ოთხ ქალაქში ჰუმანიტარული კატასტროფაა. აქ 64 ათასამდე მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფება.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები