სენეგალში მომხდარ ხანძარს 22 ადამიანი ემსხვერპლა

სენეგალში მომხდარი ხანძრის შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა და 87 დაშავდა. ამის შესახებ გამოცემა Indian Express- იუწყება.
ხანძარი ქალაქ მედინა გონასში მოხდა, სადაც მუსლიმანი მომლოცველები დღესასწაულის აღსანიშნავად შეიკრიბნენ. ცეცხლი ძალიან სწრაფად გავრცელდა ხის კონსტრუქციებში, რომლებიც მომლოცველებმა ააგეს.
დაშავებულთა შორის 20 ადამიანი კრიტიკულ მდგომარეობაშია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები