ამერიკულმა ავიაციამ შეცდომით სირიის ოპოზიციური ძალები დაბომბა – დაიღუპა 18 მებრძოლი

სირიაში ამერიკული ავიაციის მიერ სირიის ოპოზიციური ძალების დაბომბვის შედეგად 18 მებრძოლი დაიღუპა. პენტაგონის ინფორმაციით, ავიადარტყმა შეცდომით განხორციელდა. ამის შესახებ ტელეკომპანია sky.news იუწყება. ინციდენტი სირიის ქალაქ ტაბკასთან მოხდა.
აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ავიაციას არასწორი კოორდინატები გადასცეს. ავიაციამ „სირიის დემოკრატიული ძალები“ დაბომბეს, რომლებიც ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ იბრძვიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები