მიხეილ სააკაშვილმა გადაცემის ეთერში ზეწრები გაფინა

ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა და საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელსაც უკრაინული ტელეკომპანია ZIK-ის ეთერში თოქშოუ “Наша Україна”-მიჰყავს, გადაცემის სტუდიაში ზეწრები გაფინა.
“ამაში თავისი აზრი დევს. ბევრს დავდივარ რეგიონებში და არ მინდა იფიქროთ, თითქოს იქიდან ჩამომაქვს ასეთი სუვენირები. თუმცა, უკრაინის რეგიონებიდან გაცილებით სასიამოვნო სუვენირების ჩამოტანა შეიძლება. ვფიქრობ, თქვენთვის საინტერესო იქნება იმის გაგება, თუ რას უკავშირდება ეს. მე ამ ყველაფერმა შოკში ჩამაგდო და ვფიქრობ, შოკში ჩაგაგდებთ თქვენც.” – განაცხადა სააკაშვილმა.
გადაცემის მსვლელობისას მან ზეწრის ჩამოკიდვის მიზეზი ახსნა. გადაცემაში სიუჟეტი გავიდა, რომელშიც ნაჩვენები იყო უკრაინის ერთ-ერთ სოფელი. იქ ხელისუფლების გულგრილობისა და უყურადღებობის გამო ადამიანები მძიმე ეკოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფებიან. ერთ-ერთ მიზეზად ქარხნის გამონაბოლქვი დაასახელეს, რომლის გამოც, ადგილობრივი მოსახლების განცხადებით, იქ თოვლიც კი შავია.
“ეს ზეწარი წამოვიღე ერთადერთი უკანასკნელი და დახურული საავადმყოფოდან, რომელიც დეცენტრალიზაციის პროგრამის ფარგლებში დახურეს. ეს არის დაცინვა, მწარე დაცინვა, ადგილობრივებს უთხრეს – თქვენ ივლით საავადმყოფოში, რომელიც სოფლიდან 30 კილომეტრშია” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები