რუსეთს ნუ შეურაცხყოფ, გაიგე შენ? რუსეთის წარმომადგენელი გაეროში დიდი ბრიტანეთის ელჩს თითის ქნევით ესაუბრება (ვიდეო)

სირიის საკითხზე გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ვლადიმერ საფრონკოვმა დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელს მეთიუ რაიკროფტს „შენობით“ მიმართა და გამოსვლისას ელჩს თითს უქნევდა. „თვალებში მიყურე და რუსეთს ნუ შეურაცხყოფ, გაიგე შენ?“ – განაცხადა საფრონკოვმა, რომელმაც დიდი ბრიტანეთის პოზიციით უკმაყოფილება გამოთქვა.
ცნობისთვის, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთმა სირიასთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტს ვეტო დაადო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები