ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტის სპიკერი აირჩიეს
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტის სპიკერად ვალერი კვარჩია აირჩიეს. ამის შესახებ „კავკაზსკი უზელი“ იუწყება. კვარჩიას კანდიდატურას სხდომაზე მყოფთა უმეტესობამ მხარი დაუჭირა.
თავდაპირველად ე.წ. პარლამენტის „სპიკერის“ თანამდებობაზე ვალერი კვარჩია და ბატალ ტაბაღუა იყვნენ წარდგენილები. კენჭისყრის შედეგად კვარჩიამ 20 ხმა მიიღო, ხოლო ტაბაღუას 10-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. მესამე კანდიდატმა, ილია გუნიამ თავისი კანდიდატურა მოხსნა.