“საქმე რთულადაა” – ოკუპირებულ აფხაზეთში სანკტ-პეტერბურგის მკვიდრს ეძებენ
ოკუპირებულ აფხაზეთში გაურკვეველ ვითარებაში რუსეთის ქალაქ სანკტ-პეტერბურგის მკვიდრი დაიკარგა. 55 წლის მამაკაცი გაზის კომპანიაში არქეოლოგად მუშაობდა.
მამაკაცის დაკარგვის შესახებ პოლიციას დედამისმა აცნობა. ქალის ინფორმაციით, მისი შვილი 21 თებერვალს სოჭში წავიდა და 9 მარტამდე კავშირზე არ გამოსულა. ამ დღეს მან დედას ტელეფონით სოჭიდან დაურეკა.
19 მარტს კი არქეოლოგმა მოკლე ტექსტური შეტყობინება გამოაგზავნა – „აფხაზეთში ვარ უპასპორტოდ“. 7 აპრილს დედამისმა კიდევ ერთი საგანგაშო შეტყობინება მიიღო. „გამოაცხადეთ ჩემზე საერთაშორისო ძებნა, საქმე რთულადაა“.
პოლიციამ მომხდარზე შემოწმება დაიწყო.