ანატოლი ბიბილოვს „საპრეზიდენტო არჩევნებში“ გამარჯვება რაულ ხაჯიმბამ მიულოცა

ე.წ. სამხრეთ ოსეთის „საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება ანატოლი ბიბილოვს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ მიულოცა. ამის შესახებ სააგენტო “სპუტნიკი” იუწყება.
„გილოცავთ სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩევას. აფხაზეთის მოსახლეობა სამხრეთ ოსეთს დიდი სითბოთი ექცევა. დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ თანამშრომლობის გაღრმავებას შევძლებთ რეგიონული სტაბილურობის და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“ – განაცხადა ხაჯიმბამ.
ხაჯიმბამ ბიბილოვს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები