გერმანიაში მამაკაცი დააკავეს, რომელიც რუსეთის საელჩოსთან ტერაქტის მოწყობას გეგმავდა

გერმანიაში 24 წლის მაროკოელი დააკავეს, რომელიც ბერლინში რუსეთის საელჩოსთან ტერაქტის მოწყობას გეგმავდა. ამის შესახებ პროკურატურის წარმომადგენელმა ვოლფგანგ კლაინმა „ბი ბი სის“ აცნობა. ეს პირი ლაიფციგის მახლობლად მდებარე ლტოლვილების ბანაკში აიყვანეს.
ასევე გამოცემის ცნობით, დაკავებული ლაიფციგის მახლობლად პროფესიულ სასწავლებელში ტერაქტის მოწყობით იმუქრებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები