პუტინის პრესმდივანმა ე.წ. სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ „არჩევნებს“ „გამჭვირვალე და კონკურენტუნარიანი“ უწოდა

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა ე.წ. სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ „საპრეზიდენტო არჩევნებს“ „გამჭვირვალე და კონკურენტუნარიანი“ უწოდა. ამის შესახებ ტელეკომპანია “RT” იუწყება.
„ჩვენ მივესალმებით სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას და აღვნიშნავთ, რომ ეს იყო კონკურენტუნარიანი და დემოკრატიული საარჩევნო პროცესი, ძალზე გამჭვირვალე და კონკურენტუნარიანი არჩევნები“, – განაცხადა პესკოვმა.
ცნობისთვის, ე.წ სამხრეთ ოსეთის „საპრეზიდენტო არჩევნებში“ დე ფაქტო პარლამენტის სპიკერმა, ანატოლი ბიბილოვმა გაიმარჯვა. როგორც პრესკონფერენციაზე ე.წ. ცესკოს თავმჯდომარემ, ბელა პლიევამ განაცხადა, ბიბილოვმა ამომრჩეველთა ხმების 57,9 პროცენტი მიიღო.
ლეონიდ თიბილოვმა ამომრჩეველთა ხმების 30% მიიღო, ხოლო ალან გაგლოევმა – 11.01%. საბოლოო შედეგები 14 აპრილამდე გამოქვეყნდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები