გიორგი აბაშიშვილი: ყველაფრის გადაბრალებამ საქართველოს პრეზიდენტზე ტენდენციის სახე მიიღო

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, ადგილი აქვს კონსპირაციებს და ეჭვიანობას. ამის შესახებ მან პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებული განცხადების შეფასებისას განაცხადა..

“პოლიტიკურ თვითიზოლაციას ახასიათებს ერთი მნიშვნელოვანი მომენტი – მიდრეკილება შეთქმულების თეორიებისკენ. ზოგადად, როცა ვიწრო სივრცეში ჩაკეტვა ხდება, ამ დროს აქვს ადგილი კონსპირაციებს და ეჭვიანობას. ბოლო პერიოდის განმავლობაში, ძალიან გამოკვეთილი ტენდენციის სახე მიიღო ყველაფრის გადაბრალებამ საქართველოს პრეზიდენტზე. მინდა ყველას შევახსენო, რომ ბუნებაში არსებობენ ადამიანები, რომლებსაც აქვთ უნარი, დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილებები და არა ვინმეს კარნახით. ცხადია, ასეთი ადამიანები არაინ პოლიტიკაშიც და არასამთავრობო სექტორშიც”, -განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

დღეს, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სხდომის დასაწყისში, პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კომისიას სარწმუნო ინფორმაცია აქვს იმის შესახებ, რომ პრეზიდენტი ცალკეულ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან მართავდა კონსულტაციებს მათ მიერ კომისიის დატოვებასთან დაკავშირებით.

“რამდენიმე სუბიექტს, ჩვენი ინფორმაციით, დაგეგმილი აქვს შესაბამისი გადაწყვეტილების გახმოვანება,” – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები