ანი მიროტაძე: „ეროვნული ფორუმი“ მხარს უჭერს კონსტიტუციაში ოჯახის შესახებ ჩანაწერის გაჩენას

“ოჯახის ცნება უნდა იყოს განსაზღვრული კონსტიტუციით”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „ეროვნული ფორუმის“ წევრმა, ანი მიროტაძემ განაცხადა.
მიროტაძე მიიჩნევს, რომ ოჯახის, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობის სახით კონსტიტუციაში გაჩენილი ჩანაწერი აუცილებელია და ხელისუფლების ინციატივას დადებითად აფასებს, იგი ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის შენიშვნას, თითქოს ამით უმცირესობის წარმომადგენელთა უფლებები ილახება, არ ეთანხმება.
„მე მიმაჩნია, რომ ამ ჩანაწერის ირგვლივ პოლიტიკური სპეკულაციები უნდა დასრულდეს და ერთხელ და სამუდამოდ კონსტიტუციაში გაჩნდეს ჩანაწერი, ოჯახის, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობის შესახებ, ეს უნდა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას და უნდა გავითვალისწინოთ უმრავლესობის ინტერესები, სხვა მხრივ, ვისაც როგორ უნდა, იცხოვროს, მათ არავინ ზღუდავს და მათი შეზღუდვა იქნება ადამიანის უფლებების დარღვევა. ჩვენ არ ვეთანხმებით ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მოსაზრებებს, თითქოს ამით ილახება ვინმეს უფლება.
„ეროვნული ფორუმი“ მხარს უჭერს კონსტიტუციაში ოჯახის შესახებ ჩანაწერის გაჩენას”, – განაცხადა ანი მიროტაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები