“პრეზიდენტი არასამთავრობოებთან სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დატოვებასთან დაკავშირებით კონსულტაციებს მართავდა”

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ცალკეული პარტიის წევრებთან და არასამთავრობო ორგანიზიაციებთან სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დატოვებასთან დაკავშირებით კონსულტაციებს მართავდა.
ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტის აღნიშნულ ქმედებას სამწუხარო უწოდა.
„მქონდა სარწმუნო ინფორმაცია იმაზე, რომ პრეზიდენტი ცალკეულ პარტიებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან მართავდა კონსულტაციებს მათ მიერ კომისიის დატოვებასთან დაკავშირებით.
სამწუხაროა, რომ ეს ინფორმაცია მართლდება. ჩვენი ინფორმაციით, რამდენიმე სუბიექტს განზრახული აქვს შესაბამისი გადაწყვეტილების გახმოვანება, თუმცა ეს ყველაფერი ხელს ვერ შეუშლის იმ სამუშაოს ბოლომდე მიყვანას, რომელიც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში დავიწყეთ. ჩვენ აუცილებლად შევასრულებთ ჩვენთვის დასახულ მიზანს, იმ მიზანს, რომელიც ჩვენ საქართველოს პარლამენტმა დაგვისახა.
ამ მუშაობის საბოლოო შედეგები იქნება ძალიან დახვეწილი კონსტიტუციის შემუშავება”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლების, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულისა და ზოგადი და გარდამავალი დებულებების საკითხთა სამუშაო ჯგუფის შეხვედრა კონსტიტუციის პრეამბულის და პირველი თავის რედაქციული შინაარსის განხილვით გაგრძელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები